Saturday, April 22, 2017

დღე 9. დასრულდა ტრენინგი ;პროექტებით სწავლება; ეს ცოდნა დამეხმარება ჩემი პედაგოგიური საქმიანობა გავხადო მრავალფეროვანი.
   პროექტებით სწავლება ჩემს მოსწავლეებს გახდის უფრო მოტივირებულს,  ისინი ისწავლიან  კრიტიკულ აზროვნებას,პრობლემის დანახვას და მისი გადაჭრის გზებს.
მიეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, პროექტებით სწავლება მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.

Sunday, April 9, 2017

დღე 8. ვსწავლე როგორ შევუწყო ხელი მოსწავლეს როგორ გახდეს თვითრეგულირებადი. როგორ განვასხვავო მოსწავლეთა განსხვავებული  შესაძლებლობები.
  ეს დამეხმარება  შევქმნა ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც ჩემს მოსწავლეებს მიაჩვევს დამოუკიდებელ  მუშაობას.
დღე-7. ვისწავლე როგორ  შევაფასო მოსწავლის ნაშრომი. როგორ ჩავრთო ისინი შეფასების პროცესში. როგორ გამოვიყენო შეფასების ინსტრუმენტები, გეგმები და ინსტრუმენტები.შეფასების პროცესში მოსწავლე უნდა იყოს ჩარტული და მოახდინოს უკუკავშირი.
  ეს ცოდნა დამეხმარება შეფასების კრიტერიუმების დაგეგმვაში და მოსწავლეთა შეფასებაში.

Sunday, April 2, 2017

დღე 6.  ვისწავლე  სასწავლო მიზნის შესაბამისი  ინსტრუმენტის შერჩევა.
როგორი მოთხოვნები გვაქვს ნაშრომთან დაკავშირებით  როგორ  დავგეგმოთ  ნაშრომი.
რა  ცოდნის დემონსტრირებას ველით  მოსწავლისგან.
   ეს ცოდნა  დამეხმარება

Sunday, March 26, 2017

დღე-4 ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვისწავლე შეფასების სტრატეგიები.
ვისწავლე როგორ დავიწყო პროექტი. მნიშვნელოვანია წინარე ცოდნის გამოვლინება.
წინარე ცოდნის გამოსავლენად  გავეცანი მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
ასევე გავეცანი პროექტის მსვლელობისას და პროექტის ბოლოს გამოსაყენებელ მეთო-დებსა და ინსტრუმენტებს.რაც დამეხმარება  პროექტის სწორად წარმართვაში.

Saturday, March 25, 2017

დღევანდელი დღე  მნიშვნელოვანია, რადგან ვისწავლე  მიზნებისა და სტანდარტების განსაზღვრა. ეს ცოდნა დამეხმარება პროექტებით სწავლებისას სწორად განვსაზღვრო სტანდარტები და მასზე მორგებული მიზნები. რომლებიც აუმაღლებს მოსწავლეებს მოტივაციას და განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
  ვისწავლე მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება.

Sunday, March 19, 2017

   დავიწყეთ პროექტების სწავლების ტრენინგი...ეს პროექტი მე მომცემს გამოცდილებას პროექტების გაკეთებაში,რომელიც ჩემს მოსწავლეებს დაეხმარება 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში.
    მოსწავლეებს განუვითარებს კრიტიკულ აზროვნებას,მიაჩვევს დამოუკიდებელ მუშაობას და პასუხისმგებლობის გრძნობას..
   გავეცანი პუბლიკაციას,რომელიც დამეხმარება დავარწმუნო საზოგადოება ჩემი პროექტის აქტუალობაში.